მიმდინარეობს კონკურსი თემაზე: გენდერული თანასწორობა
საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი მორიგ კონკურსს აცხადებს თემაზე: გენდერული თანასწორობა
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-24 წლამდე ახალგაზრდებს
კონკურსის პირობების თანახმად მონაწილეებს შეუძლიათ, მისთვის მოსახერხებელი ფორმით (ფოტოებით ან ესეებით) გადმოსცენ საკუთარი აზრი (ხედვა) გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით.
- ფოტო სურათი შეგიძლიათ გადაიღოთ როგორც ფოტო-აპარატით, ასევე თქვენი მობილური ტელეფონით, გთხოვთ ფოტო სურათს თან დაურთოთ მისი მცირე აღწერა (ფოტო, რომლის გარჩევაც ვერ მოხერხდება, ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას),
- ესეების კონკურსში მონაწილეებს შეგიძლიათ თქვენი ესე გადმოაგზავნოთ როგორც ელექტრონული ისე ნაწერი ფორმით.
- ესე არ უნდა აღემატებოდეს 3 თაბახის ფურცელს.
საბოლოო ჯამში წინასწარ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გამოვლინდება 2 გამარჯვებული ფოტო სურათი და 2 გამარჯვებული ესე,
ხოლო თითო თითო გამარჯვებულს (სულ 2-ს) გამოავლენს ჩვენი Facebook გვერდის მომხმარებელი.
შენიშვნა: კონკურსის მონაწილეს შეუძლია გამოაგზავნოს როგორც ესე, ისე ფოტო-სურათი, ან ერთ-ერთი მათგანი.
საკონტაქტო ინფორმაცია
შეკითხვების, ფოტო სურათის და ესეს გამოგზავნა შეგიძლიათ ჩვენს facebook გვერდზე (პირადი შეტყობინების სახით) ან მოგვაწოდოთ ჩვენს
მისამართზე ახალციხე რუსთაველის 26.
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 790 24 24 95 ან 0365 22 12 23