ესეების კონკურსის facebook გამარჯვებული ერთის ნაცვლად ორი მონაწილე გახდა

03 ნოე/2014

3536

19-ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირმა, პროექტ ნდობის მშენებლობა სამხრეთ საქართველოში ფარგლებში, ფოტო და ესეების კონკურსი გამოაცხადა თემაზე: გენდერული თანასწორობა.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო რეგიონში მცხოვრებმა 28 ახალგაზრდამ (18 ესე და 10 ფოტო სურათი).

კონკურსში გამარჯვებულ 4 ახალგაზრდას შეარჩევს დემოკრატ მესხთა კავშირის სამუშაო ჯგუფი, ხოლო თითო-თითო გამარჯვებული შეირჩა ჩვენი facebook გვერდის მომხმარებელთა მოწონებებით.

ერთი კვირის განმავლობაში ესეების კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში ჩაერთო სოციალური ქსელის 2264 მომხმარებელი,ამ მომხმარებელთა 28% (643 მოწონება) მიიღო ლიკა კირთაძემ,  გვერდზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხდა კონკურსის ერთ-ერთი მომხარებლის ნინი ჩინჩალაძეს ესეზე წვდომა (რამაც გამოიწვია გარკვეული რაოდენობის ხმების დაკარგვა) და მოგვიხდა მისი ხელახლა დარეგისტრირება, რის შემდეგაც მისმა ესემ მიიღო ხმათა 25% (566 მოწონება), ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი გვერდის თითოეულ მომხმარებელს ამიტომ, ორგანიზაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრთა გადაწყვეტილებით გამარჯვებულია კონკურსის ორივე მონაწილე.

დანარჩენი კონკურსანტების მოწონებები შეგიძლიათ იხილოთ ფოტო-სურათში.