პროექტი

04 დეკ/2014

3227

12 ნოემბერს პროექტ "შენ გაქვს უფლება იცოდე"-ს მეორე სამუშაო შეხვედრა პროექტის მონაწილეებთან ამჯერად ქალაქ ახალციხეში გაიმართა, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორი ანდღულაძემ მონაწილეებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და სამომავლო გეგმები გააცნო, დასკვნით ნაწილში კი მათ წინასწარ შემუშავებული კითხვარები შეავსეს.
პირველი სამუშაო შეხვედრა 10 ნოემბერს ქალაქ ნინოწმინდაში გაიმართა ხოლო ამ ეტაპზე ბოლო სამუშაო შეხვედრა 17 ნოემბერს ქალაქ ახალქალაქში გაიმართება.
პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების, საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ, რაც შეუწყობს ხელს მათ როგორც აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.
პროექტში მონაწილეობას იღებენ ახალციხის,ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18-25 წლმადე ახალგაზრდები.
პროექტს აფინანსებს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლებისცენტრი).

დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2014