პრეზენტაციები/ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

04 დეკ/2014

3225

16 ნოემბერს პროექტ "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" მონაწილეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ღონისძიების პირველ ნაწილში მონაწილეები გაეცვნენ ტოლერანტობასთან დაკავშირებულ პრეზენტაციას, ასევე პრეზენტაციას რელიგიურ დაპირისპირებებთან დაკავშირებით, პრეზენტაციის ბოლოს მონაწილეებს შორის ცხარე დისკუსია გაიმართა, დასასრულს კი მოეწყო აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდული ცენტრის წევრების მიერ გადაღებული ვიდეო კლიპის ჩვენება.
(ვიდეო-კლიპი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს YouTube გვერდზე: www.youtube.com/user/UDMGE )
პროექტს ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია UN Association of Georgia აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia ) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტს ახალციხესა და ახალქალაქში დემოკრატ მესხთა კავშირი ახორციელებს.
სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელი * Youth Civic Activism Network

დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2014