პროექტი

04 დეკ/2014

3298

პროექტის გაცნობითი (სამუშაო) შეხვედრები მონაწილეებთან ქალაქ ახალქალაქში გამართული შეხვედრით დასრულდა, დემოკრატ მესხთა კავშირის ხელმძღვანელმა გიორი ანდღულაძემ მონაწილეებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და სამომავლო გეგმები გააცნო, დასკვნით ნაწილში კი მათ წინასწარ შემუშავებული კითხვარები შეავსეს.
პროექტი სამცხე-ჯავახეთის სამ (ახალციხე,ახალქალაქი,ნინოწმინდის) მუნიციპალიტეტში ხორციელდება მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა ნინოწმინდაში და ახალციხეში, 18 ნოემბერს კი პროექტით დაგეგმილი პირველი ტრენინგი ჩატარდება, რომელსაც ჩაატარებს ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის ექსპერტთა ჯგუფის წევრი საქართველოდან დავით ლოსაბერიძე.
პროექტს აფინანსებს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლებისცენტრი)

დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2014