ქალზე ძალადობა დანაშაულია-შეაჩერე/ახალციხე

11 დეკ/2014

3305

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ახალციხე და დემოკრატ მესხთა კავშირის ბაზაზე არსებული, ახალციხის ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრის წევრები შეუერთდნენ.
აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია საშუალებების წარმომადგენლები და საზოგადოების აქტიური წევრები.
დემოკრატ მესხთა კავშირი გმობს ყველა სახის ძალადობას და უერთდება ძალადობის შესაჩერებლად დაწყებულ მოძრაობას.
25 ნოემბერს გაიმართა საინტერესო დისკუსია აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, ღონისძიება დაიგეგმა პროექტ ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია UN Association of Georgia აშშ-ს განვითარების სააგენტოს ( USAID/Georgia ) ფინანსური მხარდაჭერით.
სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელი * Youth Civic Activism Network
დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2014