გაეროს მოდელირებული სხდომა 2014

11 დეკ/2014

3330

პროექტ ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში ფარგლებში, საზოგადოებრი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის საკონფერენციო დარბაზში გაეროს მოდელირებული სხდომა გაიმართა თემაზე: კულტურა და სოციუმი, როგორც გენდერული უთანასწორობის საფუძველი.
მოდელირებულ სხდომაზე გამართული ცხარე დებატების და განხილვების შემდეგ დამტკიცდა აშშ-ს მიერ შემოთავაზებული რეზოლუცია, რომელსაც მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
თბილისში დაგეგმილ გაეროს მოდელირებულ სხდომაში მონაწილეობას კი მიიღებენ ირანის, ბრაზილიის, სირიის, ისრაელის და აშშ-ს წარმომადგენლები.
პროექტს ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია UN Association of Georgia აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia ) ფინანსური მხარდაჭერით.
სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელი * Youth Civic Activism Network

დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2014