საშობაო ღონისძიება არალში

17 თებ/2015

3184

2014 წლის 19 დეკემბერს, სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროექტ "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" მონაწილეები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში არსებულ შშმპ სარეაბილიტაციო ცენტრის ლათინურ-კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულ, კამილიელთა ფილიალ "ერთობა"-ს მოწვევით ცენტრის წევრების მიერ ორგანიზებულ საშობაო კონცერტს დაესწრნენ, კონცერტის დასასრულს კი მათ პროექტის, ორგანიზაციის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
პროექტს ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია UN Association of Georgia აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia ) ფინანსური მხარდაჭერით.
სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელი * Youth Civic Activism Network

ფოტო-მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე: www.facebook.com/UDMGeorgia