იურისტების შეხვედრა სოფელ კარტიკამში და ხულგუმოში

04 აგვ/2015

6342

საზოგადოებრივმა ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის მობილური საკონსულტაციო ცენტრის, იურისტები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის და ხულგუმოს მოსახლეობას ესტუმრნენ და მათ უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.

მობილური საკონსულტაციო ცენტრები შეიქმნა პროექტ "უფასო იურიდიული დახმარების შეთავაზება, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს დემოკრატ მესხთა კავშირი, ფონდ "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ( National Endowment for Democracy ) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი რეგიონის მოსახლეობას სთავაზობს მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის, სახელმწიფო ორგანოების (ადგილობრივი თვითმმართველობა და სხვა) უფლება-მოვალეობების შესახებ, რომ შეძლონ, სწორად განსაზღვრონ კონკრეტულ შემთხვევებზე (უფლებების დარღვევაზე) პასუხისმგებელი უწყება, მოახერხონ საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით დაცვა.
სპეციალურ მობილურ საკონსულტაციო ცენტრებს საშუალებით კი მოსახლეობას ქალაქის ცენტრში ჩამოსვლის გარეშე, შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარ თემში (ქალაქში, სოფელში) ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით.
#ned #udm #dmk #akhaltsikhe #akhalkalaki #ngo #free#Lawyer #Consultation #დმკ #ახალციხე #ახალქლაქი#იურისტი #უფასო #კონსულტაცია

ფოტო-მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე: www.facebook.com/UDMGeorgia 
დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2015