იურისტების შეხვედრა სოფელი ჯიგრაშენის მოსახლეობასთან
ახალქალაქის იურიდიული საკონსულტაციო ცენტრის წევრები, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრა პროექტ "უფასო იურიდიული დახმარების შეთავაზება, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახორციელებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი, ფონდ "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (National Endowment for Democracy-NED) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ორი (ახალციხის და ახალქალაქის) საკონსულტაციო ცენტრის, იურისტების დახმარებით სთავაზობს უფასო ადვოკატის მომსახურებას, გარდა ამისა პროექტის ფარგლებში შექმნილი მობილური საკონსულტაციო ცენტრები პერიოდულად შეხვედრებს გამართავენ, ექვსივე მუნიციპალიტეტში, რაც თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი ქალაქიდან, სოფლიდან, გაუსვლელად ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით, მიიღოს ინფორმაცია, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის, სახელმწიფო ორგანოების (ადგილობრივი თვითმმართველობა და სხვა) უფლება-მოვალეობების შესახებ, რომ შეძლონ, სწორად განსაზღვრონ კონკრეტულ შემთხვევებზე (უფლებების დარღვევაზე) პასუხისმგებელი უწყება, მოახერხონ საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით დაცვა.
ამასთანავე, დაინტერესების შემთხვევაში, მოქალაქეებს, შესაძლებლობა ეძლევათ, იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები გამოაგზავნონ ჩვენს facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: ახალციხე: 790 24 24 95 ან 0365 22 12 23, ახალქალაქი 790 24 24 97.