რელიგიური მრავალფეროვნება ახალციხეში

26 იან/2016

3167

ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში პროექტი #PITA-ს მონაწილეები, ქალაქ #ახალციხეში#რაბათის დასახლებაში არსებულ, მართლმადიდებლურ, კათოლიკურ, სომხურ სამოციქულო ეკლესიას და სინაგოგას ესტუმრნენ.
საგანმანათლებლო ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის მქონე ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია ერთმანეთის რელიგიის და კულტურის შესახებ.
ტოლერანტობის კვირეული დაიგეგმა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" #PITA-ს, ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია UN Association of Georgia - UNAG, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსUSAID/Georgia ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის პარტნიორი #ახალციხესა და #ახალქალაქშისაზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირია.

ფოტო მასალა