ნუ გაათხოვებ,მიეცი განათლება-აქცია ახალციხეში
პროგრამა #PITA-ს მონაწილეები შეუერთდნენ ქალთა მოძრაობის მიერ, საქართველოს 13 ქალაქში ორგანიზებულ აქციას.
აქციის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული (არასრულწლოვანთა ორსულობა და მშობიარობა, გოგონების ჯანმრთელობა და სიცოცხლე) პრობლემების შესახებ.
აქცია დაიგეგმა, ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს, საქართველოს გაეროს ასოციაცია UN Association of Georgia - UNAG, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgiaფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის მხარდამჭერი#ახალციხესა და #ახალქალაქში საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირია.