იურისტების შეხვედრები ქალაქ ვალეში, სოფელ სხვილისსა და ივლიტაში
✔ პროექტ "უფასო იურიდიული დახმარების შეთავაზება, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას" ფარგლებში, დემოკრატ მესხთა კავშირის იურისტები ქალაქ ვალეს, სოფელ სხვილისს და ივლიტას ესტუმრნენ.
✔ ვიზიტის მიზანს მოსახლეობაში არსებული იურიდიული პრობლემების ადგილზე შესწავლა და მათთვის უფასო იურიდიული დახმარების (კონსულტაციის) გაწევა წარმოადგენდა.
✔ პროექტი უკვე რამდენიმე თვეა სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობს და რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის, თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს, უფასო, კვალიფიციური იურიდიული დახმარებით.
✔ პროექტს ახორციელებს დემოკრატ მესხთა კავშირი,#ფონდ "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (#National Endowment for #Democracy ) ფინანსური მხარდაჭერით.