▶️ 17 თებერვლიდან, ტელეკომპანია მეცხრე არხზე ახალგაზრდული SHOW იწყება
17 თებერვლიდან, ახალციხის მოსახლეობას სულ ახალი, ახალგაზრდული გადაცემის ნახვის შესაძლებლობა მიეცემა, ამისთვის, მეცხრე არხი TV-მ და PITA-ახალციხის ახაგაზრდული ცენტრის წევრებმა, უკვე დაიწყეს მზადება.
30 იანვარს ტელეკომპანიაში, მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც, გადაცემის საორგანიზაციო საკითხებზე და სავარაუდო თემებზე ისაუბრეს.
Pita-ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრებთან ერთად, გადაცემას, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის, სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა"ს მონაწილეებიც წაიყვანენ.
ახალგაზრდული გადაცემის მომზადების იდეა, ტელეკომპანია მეცხრე არხში, დემოკრატ მესხთა კავშირის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე "ტელე დებატების ტექნიკები" გაჩნდა.
სატელევიზიო გადაცემაში აქტიურად იქნებიან ჩართულები, ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერი პროგრამის (PITA) მონაწილეები, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ახორციელებს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის პარტნიორი, ახალციხესა და ახალქალაქში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი (UDM)