იურისტების პრესკონფერენცია

08 ივლ/2014

3696

დემოკრატ მესხთა კავშირის,იურისტებმა, "სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში, პრივილეგიების მინიჭების შესახებ", საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან, მორიგი კონფერენცია გამართეს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციის, "დემოკრატ მესხთა კავშირის", იურისტების მიერ, მიმდინარე წლის 23 სექტემბერს მომზადდა წერილები, საქართველოს თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრების სახელზე, იმის გასარკვევად თუ რას გეგმავდა, აღნიშნული სამინისტროების, პრეზიდენტის #866 ბრძანებულებასთან დაკავშირებით.
2013 წლის 4 ოქტომბრის #17/2192 წერილით, თავდაცვის სამინისტრომ პასუხად გვაცნობა, რომ სტუდენტების დაფინანსება რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც ჯერ არ იყო მიღებული. ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ოფიციალური პასუხი, კანონით დადგენილ წესით და ვადებში, ამ დრომდე არ მიგვიღია, რაც გასაჩივრდა საქართველოს მთავრობის მეთაურთან, რათა კანონით დადგენილი წესით დაევალდებულებინა სამინისტრო წერილზე პასუხის გასაცემად. არაოფიციალურ საუბრებში კი განათლების და მეცნიერების სამინისტრომ გვაცნობა, რომ მთავრობამ დაიწყო მუშაობა დადგენილების პროექტზე და პასუხს მისი მიღების შემდეგ გვაცნობებდა.
გვინდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოს მთავრობამ, საკმაოდ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება, აღნიშნულ საკითხზე და 2013 წლის 3 ოქტომბერს მიიღო დადგენილება #256, რომლითაც: "2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობებისა და ოდენობისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ". საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის #66 დადგენილებაში შეიტანა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა, რომ "2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილი იმ სტუდენტებისათვის, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და მოიპოვეს სახელმფწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივ ოდენობა და საკუთარი სურვილით, 2012 წლის საშემოდგომო ან 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევისას, აიღეს ვალდებულება 12 თვის ვადით გაევლოთ სამხედრო სავალდებულო სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარის ფარგლებში".
ჩვენ დადებითად ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ამავდროულად, გვინდა ინფორმაცია მივაწოდოთ, ყველა იმ სტუდენტს, რომლებმაც, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მოიხადეს სამხედრო სავალდებულო სამსახური, რომ მათი სწავლის დასაფინანსებლად, სახელმწიფოს მიერ მოხდამოხდა თანხის გამოყოფა. ამ საკითხთან დაჯავშირებით რაიმე სახის პრობლემის შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ, დემოკრატ მესხთა კავშირის ოფისებში.

ვიდეო: მეცხრე არხი ახალციხე

რეგიონალური გაზეთი: სამხრეთის კარიბჭე