ახალშენის დასახლება - უფასო იურიდიული დახმარება

08 ივლ/2014

3719

ახალციხის სამართლებრივი ცენტრის იურისტებმა, ახალშენის დასახლების მოსახლეობას, უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.
შეხვედრა ჩატარდა პროექტ ,,უფასო იურიდიული დახმარება სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლებს“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს დემოკრატ მესხთა კავშირი (UDM), ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მოქმედებს სამი სამართლებრივი დახმარების ცენტრი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას სთავაზობს: უფასო სამართლებრივ კონსულტაციებს; წერილების და განცხადებების მომზადებას სხვადასხვა სამსახურებში წარსადგენად; ნებისმიერი სახის სარჩელის მომზადებას; სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სერთიფიცირებული იურისტის, უფასო, წარმომადგენლობას სასამართლოში, კერძო და საჯარო სამსახურებში; სატელეფონო კონსულტაციებს ON-LINE კონსულტაციას დემოკრატ მესხთა კავშირის FACEBOOK (www.facebook.com/UDMGeorgia ) ვებ-გვერდის (www.udm.org.ge) მეშვეობით