ქალები, რომლებსაც, უნდა იცნობდეთ - პრეზენტაცია UDM-ში
სირიმავო ბანდარანაიკე, მარიამ გარიყული-თათეიშვილი, ბენაზირ ბხუტო, ჰელენ კელერი, ანნა ღოღობერიძე - მუსხელიშვილი,მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ემელინ პანკჰერსტი და ელის გი-ბლაშე, ეს ის მანდილოსნები არიან, რომლებმაც თავიანთი უნიკალურობით, ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს.
მათ ბიოგრაფიაზე, მიღწევებზე, დღეს ახალციხის ახალგაზრდული ქსელის წევრები თემურ ოქომელიძე (Temo ) და ანი მურადაშვილი ( Ani ) თანატოლებს ესაუბრნენ.
ახალციხის ახალგაზრდული ქსელის წევრებმა, ღონისძიება 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს და მას რეგიონში მომუშავე აქტიური მანდილოსნები (ჟურნალისტები), თიკო კურტანიძე ( თიკო კურტანიძე მეცხრე არხი TV ) და თამუნა უჩიძე ( Tamuna Uchidze სამხრეთის კარიბჭე ) ესწრებოდნენ . პრეზენტაციის შემდეგ, ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, მიეღოთ ინფორმაცია მოწვეული სტუმრების საქმიანობის შესახებ და დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები.
ღონისძიება გაიმართა პროექტ "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia ) ფინანსური მხარდაჭერით.
სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელი * Youth Civic Activism Network
დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2014