მრჩეველთა საბჭოს და UDM-ის შეხვედრა

31 ივლ/2014

3616

24-26 აპრილს, სასტუმრო Villa Palace / ვილა პალასი -ში (ბაკურიანი) დემოკრატ მესხთა კავშირის გამგეობის წევრებსა და მრჩეველთა საბჭოს წევრებს შორის პირველი სამუშოაო შეხვედრა გაიმართა.
UDM-ის მრჩეველთა საბჭო, "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" 
Eurasia Foundation ) მიერ დაფინანსებული „ორგანიზაციული განვითარების“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა და წარმოადგენს საკონსულტაციო ორგანოს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ორგანიზაციის განვითარებას, საჯაროობისა და გამჭვირვალობის ზრდას.
მრჩეველთა საბჭო შედგება რეგიონში მცხოვრები აქტიური მოქალაქეებისაგან, რომლებიც, საზოგადოებაში სარგებლობენ ავტორიტეტით და ფლობენ ინფორმაციას, რეგიონში არსებულ სოციალურ, ეკონომიკური, ასევე სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. საბჭოს წევრები იზიარებენ დემოკრატ მესხთა კავშირის მიზანს, ხელი შეუწყონ რეგიონში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
დემოკრატ მესხთა კავშირი © 2014