❖ ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამა (PITA)
- 2015 წლის ივნისში დაიწყო და 2020 წლის ივნისამდე გაგრძელდება, ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამა (PITA), რომელსაც 13 ქალაქში, პარტნიორი ორგანიზაციების მეშევეობით, საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.
- პროგრამის პარტნიორი, ახალციხესა და ახალქალაქში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირია.
- პროგრამის ფინანსური მხარდამჭერი: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
- პროგრამის ტრენინგ პარტნიორია - პარტნიორები საქართველო (Partners Georgia).
- პროგრამის ახალგაზრდული კომპონენტი აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვასა და ახალგაზრდების საერთო კვალიფიკაციის ამაღლებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში; საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის ინტეგრაციის გაძლიერებას ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სტერეოტიპების წინააღმდეგ ერთობლივი აქტიური მუშაობის საშუალებით; მოხალისეობრივი აქტივიზმის, თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობას საქართველოს ახალგაზრდებს შორის.
- პროგრამის ახალგაზრდული კომპონენტის პარტნიორი ორგანიზაციები: ასოციაცია ‘ათინათი’, გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი, ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი, დემოკრატ-მესხთა კავშირი, თელავის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, ბათუმის ‘თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’, ქალთა ორგანიზაცია ‘ფაროსი’, ფონდი ‘ალპე’ და ილიას უნივერსიტეტი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ფეისბუქის გვერდს:https://www.facebook.com/ani.ycan