დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა

03 აპრ/2018

2106

დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს თანასწორობისა და ადამიანის უფლებებისთვის თანამშრომლობას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. პროგრამა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, გაძლიერებასა და მათ აქტიურ მონაწილეობას ადამიანის უფლებების დაცვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა უზრუნველყოფს საქართველოს დემოკრატიული განვითარების ინკლუზიურობას, მასში ახალგაზრდობისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მხარდაჭერის გზით.

  • პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) შვედეთის გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით
  • პროგრამის პარტნიორი სამცხე-ჯავახეთში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირია
  • პროგრამა 2017 წელს დაიწყო და 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება

 

დემოკრატ მესხთა კავშირი (UDM)

ახალციხე

© 2018