02 მარ/2023

462

USAID 5 წლიანი პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ემსახურება მოქალაქეთა სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებას. მიზნად ისახავს უმცირესობების ჩართულობის გაზრდას საჯარო პოლიტიკის ყველა საკითხში, სექტორთა თანამშრომლობის გზით მათი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას და სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას უმცირესობასა და უმრავლესობას შორის.
პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სამოქალაქო იდენტობის გაძლიერებასა და მოქალაქეთა ერთიანობის მრავალფეროვნებით გამოხატვაში.
USAID-ის პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამა ითვალისწინებს ახალაგზრდული ცენტრის ჩამოყალიბებას  14-29 წლის ახალგაზრდების ჩართულობით ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

Copyright © 2014 udm.org.ge ყველა უფლება დაცულია

საიტი დამზადებულია WebSector.ge-ის მიერ