„ახალგაზდული საკრებულო“

03 ივლ/2014

2370

 2011 წლის 10 აგვისტოდან არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა  კავშირმა“(UDM) დაიწყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგაზდული საკრებულოს“ განხორციელება.

პროექტი მიზანად ისახავს:ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას სამცხე-ჯავახეთში,ახალგაზრდებისათვის იმ ცოდნისა და უნარჩვევების შესწავლა, რაც დაეხმარება მათ, გახდნენ აქტიური ლიდერები საკუთარ თემსა და რეგიონში.  მოსახლეობის (მათ შორის ეთნიკური უმცირესობების), სოციალურ ინტეგრაციას და მათი ჩართულობის ზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.

 

 

1temida           130_logo_web_DIDI     1us_embassy_logo

 

დასკვნითი ღონისძიება

2012 წლის 4 ივლისს გაიმართა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის "ახალგაზრდული საკრებულო" დასკვნითი ღონისძიება

ფოტო მასალა იხილეთ ჩვენს facebook-ის გვერდზე

 

 

 

შეხვედრა რეგიონში მოქმედ საერთაშორისო დონორებთან

2012 წლის 16 მაისს, პროექტ"ახალგაზრდული საკრებულო"-ს ფარგლებში, დემოკრატ მესხთა კავშირის ოფისში გაიმართა შეხვედრა რეგიონში მოქმედ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან.

 

 

 

 

აქცია-ახალგაზრდული ხმა - დემოკრატიულ განვითარებას

27 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატ მესხთა კავშირი"-სა და ზუგდიდის ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია დეასთან არსებული ინტეგრირებული ახალგაზრდული კლუბის "დეას" ორგანიზებით, ქ. ახალციხის ცენტრალურ პარკში ჩატარდა აქცია, "ახალგაზრდული ხმა - დემოკრატიულ განვითარებას".აქციის მეორე დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა იმიტირებული საკრებულს სხდომა. ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა თავიანთ თანატოლებს გააცვნეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე მიღებული გამოცდილება.

 

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხილვა

2012 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფაგლებში, (მოსაგვარებელი) მოსახლეობისათვის პრიორიტეტული პრობლემების გამოვლენის მიზნით, ჩატარებული კვლევის შედეგების გასაცნობად

დემოკრატ მესხთა კავშირის,UDM, პროექტ "ახალგაზრდული საკრებულო"ს წევრებმა 2012 წლის 6 მარტს, შეხვედრა გამართეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან.

 

 

დიალოგი, LIVE, TV SHOW-სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

2012 წლის 1 მარტს, ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს,

სატელევიზიო გადაცემა დიალოგში