გამჭვირვალე თვითმმართველობა

08 ივლ/2014

1952

2012 წლის 15 მაისიდან არსამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი“-მა, დემოკრატიული მმართველობის პროგრამის (G3) ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში, დაიწყო პროექტ: „გამჭვირვალე თვითმმართველობა“ განხორციელება. პროექტის მიზანია:
• ხელის შეუწყოს თვითმმართველობის პროცესებში მოქალაქეების ჩართვის მოქნილი და ეფექტური მექანიზმის შემუშავებას. 
საზოგადოებრივი საბჭოს შექმნით, სადაც წარმოდგენილი იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები 
• გაზარდოს მოქალაქეთა ცოდნა თვითმართველობის საქმიანობის, მათი უფლება-მოვალეობების შესახებ, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის მეშევობით, ამავე დროს განვითარდეს ადგილობრივი მედიის მიერ გაშუქებული თვითმართველობის საკითხების ხარისხი ახალციხის მუნიციპალიტეტში. 
• გაზარდოს ახალციხის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის პროცესების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. 
• ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გამართულ საჯარო ღონისძიებებში, განხილვებში. 

პროექტი დაფინანსებულია USAID-ის მიერ.