➲ გაცვლითი პროგრამა ქუთაისი-ახალციხე

27 ივნ/2016

2991

 31 მაისს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრის გვანცა ჩოგოვაძეს გაცვლითი ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში. 
 პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ერთმანეთის საქმიანობას, მონაწილეობა მიეღოთ ტრენინგზე თემაზე: ფემინიზმი.
 1 ივნისს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა მონაწილეობა მიიღო, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, ქალაქ ახალციხის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც, დემოკრატ მესხთა კავშირში გაიმართა ფილმის ჩვენება და დისკუსია.

➡ გაცვლითი პროგრამა ახალციხეში, ძალადობის წინააღმდეგ ორგანიზებული, საინფორმაციო აქცია, მსვლელობით დასრულდა.
 გაცვლითი პროგრამა, 31 მაისს დაიწყო და მის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში, რამოდენიმე სახის ერთობლივი აქტივობები განხორციელდა.
 მსგავსი პროგრამით ახალციხეს კიდევ სამი სხვადასხვა ქალაქში არსებული, ახალგაზრდული ცენტრის წევრები ეწვევიან.
┇ გაცვლითი პროგრამა დაიგეგმა ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამა PITA-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია UNAG, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის პარტნიორი ახალციხესა და ახალქალაქში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი.

 




➤ UN Association of Georgia - UNAG
➤ სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელი * Youth Civic Activism Network
➤ USAID/Georgia
➤ PITA - ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი
❖ დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM
❖ ©️ 2016