ევროპელი მოხალისეების ტრენინგები UDM-ში

03 ნოე/2021

1804

ჩვენთან სასიამოვნო სიახლეა

ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეები, გერმანიიდან აქტიურად ჩაერთვნენ ახალგაზრდულ პროგრამებში და ცდილობენ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ პროგრამის მონაწილეებს.
იულიას და ჩარლის ინიციატივით, პროგრამის მონაწილე ახალგაზრდები გერმანულ კულტურას, ცხოვრების სტილს და წეს-ჩვეულებებს გაეცვნენ

გარდა ამისა, ჩატარდა სემინარი თემაზე: უკუკავშირი, და ტრენინგი, ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება

ღონისძიება დაიგეგმა დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, შვედეთის გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით

პროგრამის პარტნიორი სამცხე-ჯავახეთში საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირია