⏩ თემატური სკოლა თბილისში

07 აგვ/2017

192

PITA ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, ლილი ზაზაძემ და ვიქტორია ეგიანმა, თბილისში, 5 დღიან თემატურ სკოლაში მიიღეს მონაწილეობა.

თემატური სკოლა "საქართველო ევროკავშირი, საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA] ფარგლებში, ჩატარდა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. თემატური სკოლი ფარგლებში ახალგაზრდებს საქართველოს 13 ქალაქიდან შეხვდნენ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის სოციალური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელს

„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ ხელმძღვანელს.  სკოლის მონაწილეები ასევე შეხვდნენ სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სკოლა, ასევე მოიცავდა ვიზიტებს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში.

წყარო: საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ facebook გვერდი.