უფასო იურიდიული დახმარების შეთავაზება, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას

31 აგვ/2015

533

პროექტი ხორციელდება ფონდ "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (National Endowment for Democracy-NED) ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია: გაზარდოს სამართლიანეობის ხელმისაწვდომობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობისათვის, ხელი შეუწყოს, ადამიანის უფლებების კუთხით, მათი ცნობიერების ზრდას და დაეხმაროს ადვოკატირების გზით მოახდინონ საკუთარი უფლებების დაცვა.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება სამართლებრივი საკონსულტაციო ცენტრები ქალაქ ახალციხესა და ახალქალაქში, ასევე შეიქმნება ე.წ. "მობილური საკონსულტაციო ჯგუფები", რომლებიც რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, უშუალოდ საკუთარ სოფლებსა და ქალაქებში შესთავაზებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში კი ისარგებლებენ კვალიფიციური ადვოკატის მომსახურებით.

გარდა ამისა, იურიდიული მომსახურების გარდა, პროექტი მოქალაქეებს სთავაზობს მისთვის გასაგებ ენაზე მიიღონ ინფორმაცია, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის, სახელმწიფო ორგანოების (ადგილობრივი თვითმმართველობა და სხვა) უფლება-მოვალეობების შესახებ, რომ შეძლონ, სწორად განსაზღვრონ კონკრეტულ შემთხვევებზე (უფლებების დარღვევაზე) პასუხისმგებელი უწყება, მოახერხონ საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით დაცვა.

#NED
#NGO #UDM #UDM_GEORGIA #akhaltsikhe #project #დმკ#ახალციხე #საქართველო #georgia

დემოკრატ მესხთა კავშირი  © 2015