სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

03 აპრ/2018

1658

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას. ჩვენი ინიციატივა მიზნად ისახავს: - სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებას, მათ შორის სახელმწიფო ფონდებისა და კერძო სექტორის გააქტიურებით, მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობითა და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებით; - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდას, რათა მათ უკეთ დაიცვან მოქალაქეთა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები და ინტერესები; - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერებას ხელისუფლებასთან, მედიასთან და ბიზნეს სექტორთან; - სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობას საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას. 2020 წლის ბოლომდე ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება 110-ზე მეტი სხვადასხვა სახის ღონისძიებადა გაიცემა 80-მდე გრანტი, რითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI),ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (KEDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
  • პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის ჰაბ ორგანიზაციად, საზოგადოებრივი ორგანიზაცია,დემოკრატ მესხთა კავშირი შეირჩა.