სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტსაფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას.
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებშიმთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 10 რეგიონული ჰაბი. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი არის ჰაბი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონულ დონეზე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების ეფექტიანობას და მდგრადობას, ასევე, გამოცდილების გაზიარებასა და რეგიონული ქსელების ხელშეწყობას.აღნიშნული თავის მხრივ გულისხმობს:
- პროექტის დაგეგმილი და ჩატარებული საქმიანობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შესაბამის რეგიონში;
- ადგილობრივ აქტორებთან (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები, თვითმმართველობა,ბიზნესი, მედია) კომუნიკაციის ხელშეწყობა, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა სახის კონსულტაციებს, ქსელურმუშაობას, ადვოკატირებასა და მონიტორინგს;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლების კამპანიებში მონაწილეობას (ფორუმები, კონკურსები, და ა.შ.). ეს ღონისძიებები მიმართულია როგორც სხვადასხვა ადგილობრივი აქტორებზე, ასევე ფართო საზოგადოებაზე;
- ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებისაკენ მიმართული საქმიანობების განხორციელებას, მათ შორის ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარებას.
პროექტის ფარგლებში, დემოკრატ მესხთა კავშირიმზად არის დამატებით მოგაწოდოთ ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების, პროექტების, ტრენინგების, საგანმანათლებლო კურსებისა და თქვენთვის სასარგებლო სერვისების შესახებ.
ასევე, გაგიწიოთ კონსულტაცია გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით:
კონსულტაციები გაიცემა როგორც რეგიონული ჰაბის ოფისებში ახალციხესა და ახალქალაქში, შემდეგ
მისამართებზე: ქ. ახალციხე, შოთა რუსთაველის ქუჩა 26; ქ.ახალქალაქი, ტერიანის 25
ისე, ტელეფონის საშუალებით:
+995 599 540 291 გიორგი ანდღულაძე
+995 571 142 604 - ქეთევან ბარამიძე
+995 593152434 - ჯაბა ნათენაძე
+995 598 609 703 - ნატო ინასარიძე
- სსო-სა და სათემო კავშირებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, მოხალისეებს, შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ პროექტის ფარგლებში შექმნილი, ტექნიკურად აღჭურვილი, კომფორტული სამუშაო სივრცეებით, მისამართებზე: რეგიონული ჰაბის ოფისები, ქ. ახალციხე, შოთა რუსთაველის ქუჩა # 26; ქ. ახალქალაქი, ტერიანის 25.
დაჯავშნა შესაძლებელია ზემოთ მოცემულ ნომრებზე დარეკვით.
- რეგიონის მაცხოვრებლებს, სახელისუფლო სტრუქტურებს, რეგიონში მუშაობით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, გთავაზობთ ინფორმაციას (ქართულ/ინგლისურ ენებზე) რეგიონში მოქმედი არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების და სათემო კავშირების შესახებ, მუნიციპალიტეტების მიხედვით;
- რეგიონულ დისკუსიებს, ტრენინგ-სემინარებს აქტუალურ თემებზე, რომელებიც ხელს შეუწყობს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.
- ახალგაზრდების მოხალისეობრივი პრინციპების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრებს ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის "დროის ბანკის" შესახებ (https://edec.timerepublik.com/