ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში

18 აგვ/2014

2950

პროექტ "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი 2011 წლის სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. პროექტის ახალგაზრდული კომპონენტი აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებას, რომლებიც მიზნად ისახავენ სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვასა და ახალგაზრდების საერთო კვალიფიკაციის ამაღლებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში; საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის ინტეგრაციის გაძლიერებას ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სტერეოტიპების წინააღმდეგ ერთობლივი აქტიური მუშაობის საშუალებით; მოხალისეობრივი აქტივიზმის, თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობას საქართველოს ახალგაზრდებს შორის. ამ მიზნით 10 პარტნიორი რეგიონალური ორგანიზაციის ბაზაზე საქართველოს 13 ქალაქში 13 ახალგაზრდული ცენტრი ჩამოყალიბდა, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს აერთიანებს და მათ სხვადასხვა საინტერესო საქმიანობაში თუ სასწავლო პროგრამაში რთავს. 

პროექტის ტრენინგ პარტნიორია - პარტნიორები საქართველო (Partners Georgia). ახალგაზრდული ქსელი კი შემდეგ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აერთიანებს, რომელთა ბაზაზეც ახალგაზრდული ცენტრები ფუნქციონირებენ:

  • დემოკრატ-მესხთა კავშირი (ახალციხე, ახალქალაქი)
  • „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ (ოზურგეთი)
  • ასოციაცია „ათინათი“ (ზუგდიდი)
  • გორის ინვალიდთა კლუბი (გორი)
  • თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (თელავი)
  • მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი (მარნეული)
  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (გარდაბანი, დმანისი)
  • ქალთა ორგანიზაცია „ფაროსი“ (ნინოწმინდა)
  • ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (ქუთაისი)
  • "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი" (ბათუმი)
  • ფონდი "ალპე" და ილიას უნივერსიტეტი (თბილისი)