კომუნალური სერვისის მომხმარებელთა სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანია

18 აგვ/2014

2743

კოალიციური პროექტი საქართელოს 9 რეგიონში განხორციელდა და მის მიზანს: კომუნალური სერვისების მიღების პროცესში, მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენდა.

პროექტში მონაწილეობდნენ „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ (R-CSN) წევრი ორგანიზაციები: 

  • დემოკრატ მესხთა კავშირი (ახალციხე)
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
  • გორის საინფორმაციო ცენტრი
  • კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი
  • ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი
  • ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ცენტრის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი
  • ასოციაცია ‘’ათინათი’’
  • დემოკრატიის ინსტიტუტი (პროექტის წამყვანი ორგანიზაცია)

პროექტის განხორციელების ადგილი:

  1. სამცხე-ჯავახეთი - ახალციხე;
  2. ქვემო ქართლი - რუსთავი;
  3. შიდა ქართლი - გორი;
  4. კახეთი - თელავი;
  5. იმერეთი  - ქუთაისი;
  6. გურია - ლანჩხუთი;
  7. მცხეთა - მთიანეთი - მცხეთა;
  8. სამეგრელო ზემო სვანეთი - ზუგდიდი;
  9. აჭარა - ქობულეთი და ხელვაჩაური.

მომსახურების სერვისების მომხმარებელთა უფლებების საკითხზე დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირის მხარდაჭერით 2012 წლიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აქტიურად მუშაობს. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ წამოწყებული სერვისის მომხარებელთა ინტერესების დაცვის კამპანია კოალიციური პროექტის ფარგლებში საქართველოს რვა რეგიონში გავრცელდება.

პროექტი  ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის  -- „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში

ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

პროექტი მხარდაჭერილია "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ (R-CSN) მიერ.

1_udm