უფლებების ადვოკატირებისთვის სამცხე-ჯავახეთში

08 ივლ/2014

1271

2013 წლის 14 მაისიდან არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირმა, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო, პროექტის ,,უფლებების ადვოკატირებისთვის სამცხე-ჯავახეთში“ განხორციელება. პროექტი ვრცელდება სამცხე-ჯავახეთის სამ: ახალციხის,ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში და მისი მთავარი მიზანია: სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა ) გაზარდოს მოსახლეობისათვის მარლთმსაჯულობის ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას..

პროექტის ამოცანაა:

• მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ,  რომლებიც მათ ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით,  რაც დაეხმარება მათ უკეთ შეძლონ თავიანთი უფლებების დაცვა.

 • მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კვალიფიციური უფასო იურიდიული კონსულტაციის და სასამართლო წარმომადგენლობის გაწევის გზით. 

• საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა.

• საქართველოს იურისტებს შორის უფასო იურიდიული დახმარების გაწევის კულტურის პოპულარიზაცია.